უკრაინამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ყირიმში 20-22 აპრილს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება, რის გამოც უკრაინამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირიმში ამ ფორუმის გამართვა ქვეყნის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ნორმების დარღვევა.

ყირიმში ფორუმი გუშინ გაიხსნა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 1,5 ათასი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იღებს.