თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა

თბილისის ხუთ ახალ საბავშვო ბაღს, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება, შესაბამისი ნომრები მიენიჭა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, 24 მაისის განკარგულებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა, შესაბამისად, ოფიციალურად განისაზღვრა ახალი ბაღების ნუმერაცია, რაც რეგისტრაციის შემთხვევაში დაფიქსირდება სააგენტოს ვებპორტალზე. ამ განკარგულების მიხედვით:

ა) საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლების მეორე ზონაში აშენებულ ახალს ბაღსმიენიჭანომერი – 33;

ბ) ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N6-ში მდებარე ბაგა-ბაღი იქნება N69-ე;

გ) საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N23-ში არსებული საბავშვო ბაღი იქნება N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი;

დ) ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება N113-ე საჯაარო ბაგა-ბაღი;

ე) თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში მდებარე ბაღს მიენიჭა სახელწოდება: „ქ.თბილისის წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი“.

ხუთივე საბავშვო ბაგა-ბაღი 2017 წლის სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში, რითაც დამატებით, 1500 აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.

 აქვე შეგახსენებთ:

საბურთალოს რაიონში, პეკინის №23(ა)-ში, წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება.

საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებიგასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო შენობის შიდა სივრცე და ეზო.საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. სამუშაოების ღირებულებამ 1 318 000 ლარი შეადგინა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა 9, მათ შორის,  2 ბაგის ჯგუფი გაიხსნება, დასაქმდება 70-მდე ადამიანი.