დაკავებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე გამართლებულია

დაკავებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლებულია.

-„ბედნიერების მეცხრე ცა – გოდერძი თევზაძე გამართლებულია , ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებში!!!“-წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა იმ დროისთვის შეუფარდა, როცა თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ ის სამართალდამცავებს ჩაბარდა.

 

დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.