თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ, „კლოუნადა“ დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება – გია ვოლსკი მარგველაშვილის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნაზე

თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ, „კლოუნადა“ დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ „კლოუნადა“ სჩვევია.

„რომელი ავირჩიო – შორსმჭვრეტელური ნამდვილად არაა, “კლოუნადა” კი სჩვევიათ. მაგრამ მარგველაშვილის და მელიას დაპირისპირების თემა ახალი ე.წ. სკანდალური ფორმულირებაა, რაც რაღაც დაზუსტებებს მოითხოვს“,- განაცხადა განაცხადა გია ვოლსკიმ.