,,ოპოზიციას ხელოვნურად აჟრიალებს, რა ნახეთ უკანონო?!” – ოდიშარია ივანიშვილის ჩანაწერზე

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარია ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ჩანაწერზე ამბობს, რომ მასში ,,საგანგაშო ან უკანონო არაფერია”.

მისი აზრით, ოპოზიციას ხელოვნურად ,,აჟრიალებს” და ,,ქართულ ოცნებას” პრემიერმინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებასთან დაკავშირებით არაფერი ,,გამოსაძვრენი” არ სჭირს.

,,ოპოზიციას ხშირად ხელოვნურად აჟრიალებს და მე მგონი საერთოდ ყოველდღე აჟრიალებთ ხელოვნურად. ჩვენ არაფერი გამოსაძვრენი არ გვჭირს. აღარ მოგბეზრდათ ამაზე საუბარი?! მართლა არ მოგბეზრდათ?! ადამიანი ცხოვრობს, მოღვაწეობს, შეიძლება ბიზნესსაც აკეთებდეს, რატომ არ უნდა აკეთებდეს. რა ნახეთ თქვენ იქ საგანგაშო, ან რა ნახეთ იქ უკანონო [ჩანაწერში] ვისთან თანამშრომლობთ, ან ვინ მოგაწოდათ ეს.

როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურის მიერ აღებული ჩანაწერით, გაკეთებული არ ვიცი კანონით, უკანონოდ,ავთენტური არაავთენტური, თქვენმა ჟურნალისტმა პირდაპირ განაცხადა მოგვაწოდეს ჩვენო. ჩვენთვის რა უნდა იყოს აქ სარწმუნო, ან რა უნდა იყოს საგანგაშო”, – თქვა ბექა ოდიშარიამ.