,,რადგან სანქციები არ დაგვიწესებია, შესაძლოა შედგეს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან” – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უკრაინისთვის სანქციები არ აქვს დაწესებული, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში, ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება შედგეს.

კობახიძე ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის წარმომადგენლებთან, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები არ აქვს დაწესებული საქართველოს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში, ბუნებრივია შეიძლება შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“, – განაცხადა კობახიძემ.