გრიგოლ ვაშაძე: „სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი, ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს”

თუ უნდა რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად და ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და შეიწყალოს სააკაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ კლინიკა „ვივამედთან” სალომე ზურაბიშვილის განცხადების  შეფასებისას თქვა.

„ძალიან კარგი არის ის განცხადებები, რომელსაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, მაგრამ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ამ თანამდებობაზე ეს ქალბატონი გაყალბებული არჩევნებით აღმოჩნდა.

სანამ ამ განცხადებებს გააკეთებს, კარგი იქნებ ეუთოს ის 27 რეკომენდაცია წაიკითხოს, რომელმაც გამანადგურებელი შეფასება მისცა 2018 წლის არჩევნებს. თუ უნდა რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად და ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და შეიწყალოს ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.