სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის გარეშეც კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს ანორექსია, ანემია და ჯანმრთელობის უზარმაზარი პრობლემა აქვს – გრიგოლ ვაშაძე

„საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის გარეშეც კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს ანორექსია, ანემია და ჯანმრთელობის უზარმაზარი პრობლემა აქვს” – ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ კლინიკა„ვივამედთან” განაცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა.

მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილს დეპოლარიზაცია მართლა უნდა, ამისთვის, ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მიყენებული – შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადასხმებს უკეთებენ და ეს ამ ადამიანს აღარ შველის. შეუიარაღებელი თვალით, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის გარეშეც კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ანორექსია, ანემია და აქვს ჯანმრთელობის უზარმაზარი პრობლემა. ამას რაღად უნდა ექსპერტიზა?

ჩემი მოლოდინი არის მარტივი – ძვირფასო ხელისუფლებავ, თუ მართლა გნებავთ თანამშრომლობა და ამისთვის მზად ვართ.გადადგით ეს ნაბიჯი.

თუ ამ ქალბატონს დეპოლარიზაცია მართლა უნდა, თუ უნდა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთმანეთს ცივილიზებულად, ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისთვის, ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მიყენებული შეიწყალოს ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს საქართველოს მესქამე პრეზიდენტთან მიმართებით.

ერთხელ და სამუდამოდ გადავშალოთ ეს ფურცელი – დაპირისპირების, პოლარიზაციის, ერთმანეთის ლანძღვა-გინების და ევროპას დავანახოთ, რომ მარტო ევროპის კავშირის მიმართ კი არ ვართ ერთიანი, ყველა ეროვნული საკითხის მიმრთ ვართ ერთიანი” განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.