ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე – მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე

ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი არის მტკიცე. ვიზიარებთ შეშფოთებას სეპარატისტულ რეგიონებში ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის შესახებ, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მატი ვანჰანენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

„შესანიშნავი განხილვები გვქონდა, შემოგვიერთდნენ ჩვენი პარლამენტის ყველა ფრაქციის წევრები. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ისევე, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია. ორმხრივი ურთიერთობები არის შესანიშნავი. ივლისში ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. მადლობა გადავუხადე სპიკერს დახმარებისთვის, რომელიც საქართველომ გაუწია ფინეთის მოქალაქეებს, რომლებიც საფრთხეში იყვნენ ავღანეთში. ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი არის მტკიცე. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას სეპარატისტულ რეგიონებში ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის შესახებ. საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე. მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩემი შეხედულებით, აპლიკაცია გზავნის ორ მთავარ გზავნილს – საქართველოს სურს, იყოს ევროპული დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის წევრი და საქართველო იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საჭირო რეფორმები“, – განაცხადა მატი ვანჰანენმა.

კითხვაზე, როგორია თქვენი მოსაზრება საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, მატი ვანჰანენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადი ორ მთავარ გზავნილს მოიცავს.

„საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გზავნის ორ მთავარ გზავნილს, პირველი – თქვენ თვითონ გრძნობთ, რომ იქნებით ევროპის დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი და მეორე, ასევე გზავნის ძლიერ გზავნილს ევროკავშირისვთის, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ნება, განახორციელოს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ჩვენ ვიცით ჩვენი ისტორიიდან, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება ადვილი არ არის, მაგრამ მსურს, გავამხნევო საქართველო, რომ გააკეთოს ეს“, – განაცხადა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.