იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატოსთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატოსთვის ავლენს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა.

სტოლტენბერგის თქმით, მხარდაჭერა მოიცავს როგორც პრაქტიკულ ნაწილს, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.

„უკრაინაში სასტიკი შეჭრა ნატოსთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა – რომლებიც არ არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ უფრო ახლოს ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.