მარიუპოლის მერის თქმით, ქალაქს დიზენტერიის, ქოლერისა და ეშიხერია კოლის ეპიდემია ემუქრება

მარიუპოლის მერის თქმით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქალაქს დიზენტერიის, ქოლერისა და ნაწლავის ჩხირის ბაქტერიული დაავადება ეშიხერია კოლის ეპიდემია ემუქრება

როგორც ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, მარიუპოლში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსს აღწევს. მალე ქალაქში შეიძლება მძლავრი და მომაკვდინებელი ეპიდემიები გაჩნდეს – ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის დაშლის, სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო.

„მარიუპოლის 100 ათასამდე მცხოვრებს სასიკვდილო დაავადება ემუქრება არა მხოლოდ დაბომბვის, არამედ გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებისა და ანტისანიტარიის გამო.

„ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფენ არსებულ მოსახლეობას საკვებით, წყლით და მედიკამენტებით. ან უბრალოდ არ აინტერესებთ. ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას. ამის გარეშე ხალხი დაიღუპება. ბოლოს და ბოლოს, ახლა შუა საუკუნეების ცხოვრებაა. საჭიროა სასწრაფო და სრული ევაკუაცია“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.