NATO-მ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, 8 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.

ეს განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მუცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

,,დღემდე ნატო-ს მოკავშირეებმა აღთქმა დადეს, რომ უზრუნველყონ უკრანისთვის სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ ვხედავთ უკრაინისადმი მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 10 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად და ლტოლვილად იქცა. დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.