ბადრი ჯაფარიძე – მოსამართლემ ჩვენთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, მან პროკურორის ფუნქცია შეითავსა

მოსამართლემ ჩვენთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – პროკურორის ფუნქცია შეითავსა, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ფრაქციის წევრები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კვალიფიციური იურისტების შეფასებებს მოისმენენ.

„შეხვედრის მიზანია ის, რომ კვალიფიციურმა, გამორჩეულმა იურისტებმა მისცენ შეფასება იმ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომელიც ვნახეთ ჩვენთან დაკავშირებით. მოსამართლემ შეითავსა პროკურორის ფუნქცია, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით არის სპეციალისტების შეკრება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ.