თუ დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფს შეაწუხებს, წესს დავარღვევ და დავასახელებ : პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ზოგიერთი კერძო დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს სამსახურში გასვლისკენ მოუწოდებს.

პაატა იმნაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში. ჩვენს თავს ვიკავებთ პერსონალური ინფორმაციების გაცემისაგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ გააგრძელებენ ასე შეწუხებას თვითიზოლაციაში მყოფი პირების, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ.”