ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში | „ქართულ ოცნებას” ხმაურიანი დახვედრა მოუწყვეს

ბათუმში „ქართული ოცნების” რეგიონული კონფერენცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მივიდნენ სპეციალური მაისურებით, რომელზეც გამოსახული იყო გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოები. ისინი ამ ფორმით მოითხოვენ პასუხს, რატომ არ მოხდა ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება.

ენმ-ს პროტესტმა „ოცნების” აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, შედეგად ადგილზე იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

დიდხნიანი დაპირისპირების მიუხედავად, ადგილზე პოლიცია ამ დრომდე არ გამოჩენილა.