ჩემმა შვილებმა რუსეთში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ზუსტად იციან, ვისთან ერთად ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით და რომ გავიმარჯვებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შვილებთან ყოველდღიურ კონტაქტს ვერ ახერხებს, თუმცა კომუნიკაცია მაინც აქვს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ავსტრალიური ტელეკომპანია Nine Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, კარგად ესმის, რომ მისი ოჯახი საფრთხეშია.

„დიახ, ჩვენ გვესმის და ვიღებთ ამა თუ იმ ინფორმაციას საშიშროებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ვითარებაში არსებობს. ეს ჩემი ოჯახია, ეს ჩემი სუსტი წერტილია და ამიტომ მათთვის მოქმედებს უსაფრთხოების ცალკე ზომები“,- განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე: შვილებთან კომუნიკაციისას გვერდს უვლის თუ არა ომთან დაკავშირებულ რაიმე კითხვებს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შვილებს არაფერს უმალავს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ყველაფერი ესმით და ყველაფერი უნდა ესმოდეთ.