მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები – ფინანსთა მინისტრი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე

,,ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შეკითხვები არ აქვთ” – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ​უკრაინის დაზვერვის ცნობების საპასუხოდ გააკეთა.

საუბარია ინფორმაციაზე, რომ მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის მიზნით.

,,მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და ქვეყანა. შესაბამისად, საქართველომ გადადგა ყველა ნაბიჯი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას აღნიშნული განცხადება და აღნიშნული ქმედება. ეს ეხება როგორც საფინანსო მიმართებით დაწესებულ სანქციებს, ასევე, კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში დაწესებულ სანქციებს.

ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომელბმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები. ამ ნაწილში დეტალურად არიან ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულებები, რას აკეთებს საქართველო, რა ღონისძიებებს ატარებს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შეკითხვები არ აქვთ”,- თქვა მან.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია აკრძალულ ქვეყნებში, მაგალითად, ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით შევიდეს.

,,სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება ასეთი ტიპის განცხადებები”,- აღნიშნავს მინისტრი.