ანა დოლიძე: სააკაშვილი ტყუის და მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან!

პრეზიდენტის მრჩეველი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რეპუტაცია შეულახოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საჯაროდ მიმართავს მას.

-„მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. მას, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება აკრძალული აქვს. გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ცდილობს, რეპუტაცია შეულახოს ერთ-ერთ ავტორიტეტულ და სერიოზულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის როლი მითუფრო მნიშნელოვანია საარჩევნო ციკლში.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როცა ის ამბობს, რომ მან საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც ეს ჩვენი კანონმდებლობითაა დადგენილი, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავშეუკავებელი ქცევით, არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარებას. საკუთარი ქმედებებით ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს, ამ მშვენიერ კეთილმეზობლურ ურთიეთობებს“

 

კომენტარის დატოვება