თავის დროზე ძებნილი სააკაშვილი ტაშ-ფანდურით მიიღო პოროშენკომ, თუმცა მერე ვნახეთ, როგორ ათრევდა თმებით, ამიტომ ზელენსკის ვურჩევდი, კონცენტრირდეს გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას – ირაკლი ზარქუა

თავის დროზე ძებნილი სააკაშვილი ტაშ-ფანდურით მიიღო პოროშენკომ, თუმცა მერე ვნახეთ რესტორანში, როგორ დასდევდა და თმებით ათრევდა, ამიტომ ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუა ზელენსკის მოუწოდებს, იმაზე კონცენტრირდეს, რომ,,”აგრესორი, რომელიც ჩვენი საერთო მტერია, რამენაირად შეაჩეროს”.

,,უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს გაუგებარ ბრალდებებს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. აშკარად იკვეთება “ნაციონალური მოძრაობის”, ამ მეხუთე კოლონის გავლენა მათ ხელისუფლებაზე. თავის დროზე ძებნილი სააკაშვილი ტაშ-ფანდურით მიიღო პოროშენკომ, თუმცა მერე ვნახეთ რესტორანში როგორ დასდევდა და თმებით ათრევდა იქით-აქეთ. ოდესაში საერთოდ საქმეც კი აღძრეს კორუფციაზე. ამიტომ ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევბზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას, რომ ის აგრესორი, რომელიც არის ჩვენი საერთო მტერი, იქნებ რამენაირად შეაჩეროს, როგორმე გადაარჩინოს სიცოცხლეები უკრაინაში და თავის ქვეყანა. ამაზე ვურჩევდი კონცენტრირებას და არა აბსურდულ ბრალდებაზე”, – განაცხადა ზარქუამ.