,,ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!” – პაპუაშვილი

,,ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!” – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?! ვის ეპარება ეჭვი, იმ ხალხს, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობიდან” საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს, იმათ ეპარებათ ნინი წილოსანის პატრიოტიზმში ეჭვი?! თუ იმ თუნდაც მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში ეჭვი, როცა ამ პერიოდში, როცა მიმდინარეობს ომი უკრაინაში და ეს რუსული აგრესიის რისკი საქართველოშიც არსებობს, დაკავებულნი არიან, მათ შორის ეს მედიასაშუალებები, დეზინფორმაციის გავრცელებით საკუთარი ქვეყნის [მიმართ]” – აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ოკუპაციის გარდა, პუტინისგან საქართველოს მისამართით ,,არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა”, როგორიც ქვეყანას უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან” მიადგა.