„სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება“ – ანატოლი ბიბილოვი

„სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება“, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მან რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების მეორე ტურში მისი ოპონენტის ალან გაგლოევის გამარჯვება აღიარა.

„რეფერენდუმი იქნება“, – აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმისთვის ყველა დოკუმენტი შეგროვდა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა.

„ცესკომ უნდა განიხილონ ეს ყველაფერი და შემდეგ წარუდგინონ უზენაეს სასამართლოს და დაადგინონ თარიღი“, – დასძინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა.