25 650 ჯარისკაცი, 1 145 ტანკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 9 მაისის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 25 650;
  • ტანკი – 1 145;
  • ჯავშანტექნიკა – 2 764;
  • საარტილერიო სისტემა – 513;
  • სარაკეტო სისტემა – 185;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87;
  • თვითმფრინავები – 199;
  • ვერტმფრენი – 158;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 970;
  • გემი/ნავი/კატარღა – 12;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 377;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 41;
  • საკრუიზო რაკეტები – 94.