66 000-ზე მეტი განადგურებული ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 66 280 (+430) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 19 ოქტომბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 554 (+6), ჯავშანტექნიკა – 5 235 (+16), საარტილერიო სისტემები – 1637 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 372 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 189 (+1), თვითმფრინავი – 269 (+1), ვერტმფრენები – 242 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1286 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 323 (+5), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 999 (+14), სპეციალური ტექნიკა – 146 (+2).

გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და კრამატორსკის მიმართულებით განიცადა.