ხულოში კაცს ხე დაეცა

ხულოში, სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას „TV25.GE” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა კაცი სოფლის ტერიტორიაზე ხეს ჭრიდა.

როგორც გამოცემას სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განუცხადეს, ექიმებს კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.