„არ შეიძლება, ხელისუფლების მაღალ რგოლში იყოს პასუხისმგებლობა ყველა საკითხზე” – ვოლსკი

„არ შეიძლება, ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებლად უნდა სრულდებოდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მუშაობენ ან მშენებლობაზე, ან მედიცინაში, ან ნებისმიერ სხვა სფეროში და ადამიანის სიცოცხლე მათზეა დამოკიდებული.

რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, დასკვნებია გასაკეთებელი აქედან. პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს. თქვენ მორალურ თემებზე გადადიხართ მაშინ, როცა ამორალურია ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი და პარტია, რომლებიც გმართავენ თავისი პიარით, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გამოვლინებით”

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ.