ისრაელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს

ისრაელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ბენი განციმ ისაუბრა.

მან იარაღის მიწოდების ნაცვლად, უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის განგაშის სისტემის განვითარებაში დახმარება შესთავაზა.

როგორც ის ამბობს, იარაღის სისტემას უკრაინას არ მიაწვდიან, თუმცა ისრაელი განაგრძობს მხარდაჭერას, როგორც ეს იყო წარსულში.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი ლიმიტის ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით წარსულში” – განაცხადა ბენი განციმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ბოლო დროს ოკუპანტების მიერ ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების პარალელურად,  უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვაში დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართავდა.