მშობელი მასწავლებელს ადანაშაულებს, რომ მის შვილს სახეში ჩაარტყა – ნახეთ რა მოხდა ერთ-ერთ საჯარო სკოლაში

გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლის დედა კლასის დამრიგებელს, ხათუნა ყალაბეგაშვილს შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მის შვილს სახეში ჩაარტყა.

ინფორმაციას „ფორმულა” ავრცელებს.

ეკატერინე გოგინაშვილი ტელეკომპანიასთან ჰყვება, რომ მის შვილსა და კლასელს უთანხმოება მოივიდათ და გოგინაშვილის შვილს კლასელმა ყელში მავთული წაუჭირა, მასწავლებელს კი რეაგირება არ მოუხდენია.

მშობელი ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემდეგ სკოლის ეზოში ჩასულმა მასწავლებელმა მის შვილს სახეში ჩაარტყა და იძალადა.

უკვე ერთი თვეა, ბავშვის მშობლები დისციპლინური კომიტეტის შეკრებას და მომხდარის განხილვას ითხოვენ, თუმცა, როგორც მოსწავლის დედა ამბობს, სკოლის დირექტორმა, ლია გუგულაშვილმა განცხადება არ დაარეგისტრირა.

სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი „ფორმულასთან” კომენტარზე უარს ამბობენ.

გურჯაანის რესურცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მშობლის მიმართვის საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყეს.