შატილის გზაზე დაღუპულები თბილისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან, სადაც ავარია მოხდა, გვიანობამდე მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათი ხევიდან ცხედრები და დაშავებულები გამოჰყავდათ.

დაღუპულები გვიან ღამით თბილისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც მათი ნათესავები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები.

მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება.  ამ დროს არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გზაზე გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა სახელდება, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.