ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლოს წინაშე დღეს წარდგებიან

29 წლის ლასო აბუთიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები ქუთაისის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგებიან. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს პროკურტურამ უკვე მიმართა.

19 წლის ორ ახალგაზრდას ბრალი გუშინ ოფიციალურად წაუყენეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის დღეს აბუთიძეს სოფელ აგარაში გაქირავებული კოტეჯის ბინადარმა გოგონებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს, რადგან მათ მეზობელ სახლში მომუშავე ახალგაზრდები პრობლემებს უქმნიდნენ.

ლასო აბუთიძე მათთან საქმის გასარკვევად მივიდა. მალე ის საკუთარ სახლთან გაგუდული ნახეს.