პასუხს ვითხოვთ აფხაზეთის მთავრობისგან, რატომ უშლიან ხელს აფხაზ მხატვრებთან დაახლოებას?!.

GMTV-ს მხატვარი დათო ბაძაღუა დაუკავშირდა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ერთობლივი განცხადება მიაწოდა.

-გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეამ – აფხაზი მოჰაჯირების შესახებ, საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია! სავარაუდოდ ფილმის შექმნის დაბლოკვის მცდელობაა! – ამას ბატონი გოგაც აღიარებს, რომ – როგორც კი ქართულ – აფხაზურ ურთიერთობების დაახლოებასთან გვაქვს საქმე, ყველაფერი უცნაურად იბლოკება ბნელი ძალების მიერ!

პირადად ჩემი სატკივარი ისაა, რომ აფხაზეთის მთავრობა ხმას არ ამოიღებს, როდესაც ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა! მსგავსი მოქმედებები ხშირად მეორდება! აი მაგალითად, რაც გაუკეთეს აფხაზეთის მხატვრებს! – არავინ სვავს შეკითხვას – რატომ დატოვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის დაფინანსება განზე, რატომ უთხრა აბაშიძემ აფხაზეთის მხატვრებს მომშორდით, თქვენს გამო პრობლემებს ვერ შევიქმნიო, რატომ არ იღებს ხმას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტაცია? – კულტურის ყველა დარგი მეტწილად დაფინანსებულია იმ 18 მილიონიდან, რომელიც აფხაზეთის მთავრობას გააჩნია წლიურად გასახარჯი, მაგრამ მაქედან მხატვრები ერთი თეთრით არ დააფინანსეს! 

რა ხდება, როგორ ფიქრობთ, მიზეზი რა უნდა იყოს? აი ზუსტად ეხლა უსვავ შეკითხვას ბატონ რუსლან აბაშიძეს, აფხაზეთის დეპუტატებს- რატომ ხდება ასე, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება?! ყველასთვის ცნობილია საქვეყნოდ – აფხაზეთის მხატვართა კავშირის აქტივობები, რამდენი, მრავლისმთქმელი პროექტები აქვთ განხორციელებული, რომელიც მუდმივად ქართულ- აფხაზური ურთიერთობების დაახლოებას ემსახურებოდა. აფხაზეთის მხატვართა კავშირის პროექტები მუდმივად მიმართულია აფხაზეთისკენ, ისინი ცდილობენ განავითარონ ეს მიმართულება და ითანამშრომლონ აფხაზ კოლეგებთან, განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, მოაწყონ აფხაზი და ქართველი მხატვრების გამოფენები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ – ზუსტად ამ დროს მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ დაფინანსდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირი. ასეთი მიდგომის გამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვარტა კავშირის თავმჯდომარე, პროტესტის ნიშნად გადადგა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან, მაგრამ ამ ფაქტმა არანაირი რეაგირება არ მოახდინა, რომ ვინმეს აეხსნა რა პოლიტიკას ემსახურება ასეთი გადაწყვეტილებები!

ჩვენ მოვითხოვთ პასუხს – რატომ მიიღება აფხაზეთის მთავრობაში მსგავსი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს უშლის აფხაზ მხატვრებთან დაახლოებას, საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესებში ჩართულობას – ერთობლივი გამოფენებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას?!