მომღერლის მდგომარეობა მძიმეა, ჯგერნაიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

დავით ცხვარაძე

ინდირა ჯგერნაიას მდგომარეობა მძიმეა, მას გადაუდებელი ოპერაცია ამ წუთებში უტარდება, პაციენტი ქუთაისის ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში გადის მკურნალობას, მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარადა.

მომღერალს დღეს მეორე გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით ტრამვა მან დაცემის შედეგად მიიღო. მედიკოსები ამბობენ, რომ მომღერალ ინდირა ჯგერნაიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

კომენტარის დატოვება