კანცელარიიდან აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიემართებიან

მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიემართებიან. მსვლელობაში მონაწილეობას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილიც, იღებს.

ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები ზარალის დროულად დათვლას, კომპენსაციების მიღებას, სესხების გადავადებას და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მოვაჭრეები დღეს პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ მთავრობის ადმინისტრაციიდან აქციაზე არავინ გამოხმაურებიათ.

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე დაზარალებულ მოვაჭრეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შეხვდა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარის დატოვება