ამერიკელებმა „ახალი თავშესაქცევი თემა გამონახეს“

სოციალური ქსელის მომხმარებლები სერიოზულად შეშფოთებულნი არიან და წერენ, რომ მელანია ტრამპი დეპრესიაშია. შეიქმნა სხვადასხვა ახალი ჯგუფები, სადაც სწორედ აშშ-ს პირველის ლედის მდგომარეობა განიხილება.

ზოგი წერს, რომ ინაუგურაციაზეც მელანია იშვიათად იღიმებოდა და თუ გაიღიმებდა, ისიც „ცალყბად“ და “ეტიკეტისთვის”

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი ოცნება ახდა და ახლა აღარ იცის რა დაისახოს მიზნად.

იუმორისტული ჯგუფები, რომლებიც არანაკლები სერიოზულობით არჩევენ პირველი ლედის მდგომარეობას, მაინც ახერხებენ ხუმრობას და წერენ, რომ მელანია გეგმავს თეთრი სახლიდან გაქცევას. ჯგუფიც კი შექმნეს-„თავისუფლება მელანიას“.

ასეა თუ ისე, ამერიკელებმა გადაწყვიტეს გვერდი არ აუარონ ამ საკითხს და არ მიაჩუმონ. მოძრაობაც კი დაანონსდა-„მოწყენილი მელანია“.

თავად მელანიას ჯერ არც ერთ ჯგუფში კომენტარი არ გაუკეთებია, უცნობია ისიც, მიიღებს თუ არა პამელა ანდერსონის საჩუქარს. მომღერალი მას საჯაროდ დაჰპირდა ნატურალური ქურქის ჩუქებას, რითიც ანდერსონი ცდილობს პირველი ლედის ყურადღება ცხოველთა დაცვაზე გადაიტანოს. საზოგადოება კი წერს, რომ შეიძლება ამ ქურქმა მაინც გაამხიარულოს პირველი ლედი.

სოციალურ ქსელში კი აქტიურად ჩნდება ფოტოები და ვიდეოები, მსჯელობა უკვე გასცდა ამერიკას და სხვა ქვეყნების მოსახლეობაც ჩაერთო. ერთი სიტყვით, ამერიკელებმა „ახალი თავშესაქცევი თემა გამონახეს“.

კომენტარის დატოვება