ოდესის პოლიციაში შენობების დანაღმვის შეტყობინება შევიდა

ოდესის პოლიციაში შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ რუსეთის საკონსულოს და ბანკის ორი ფილიალის დანაღმვის თაობაზე განაცხადა. ინფორმაცია პოლიციის ოფიციალურ სააგენტოზე გამოქვეყნდა.

ამ წუთებში სამივე ადგილზე სპაციალისტების ჯგუფები და სამართალდამცველები გავიდნენ. უკანასკნელი ინფორმაციით, რუსეთის საკონსულოსთან უკვე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.

cenznet.com-ი წერს, რომ სამართალდამცველები ინფორმაციის სიზუსტეს და შემტყობინებლის ადგილმდებარეობას ადგენენ.

კომენტარის დატოვება