ბედუკაძე: “ჩემი ცემა იყო ნაციონალური მოძრაობის შეკვეთა…”

თბილისში, ქაშვეთის ეზოში ლადო ბედუკაძე სცემეს. ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის უკვე გამოწერილია.

იხ.

https://www.gmtv.ge/54881-2/

ბედუკაძე მომხდარს ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს. ის ამბობს, რომ ნაციონალები გააქტიურდნენ. ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძის სიტყვებს იხსენებს და ამბობს, რომ ვაშაძის მუქარა იყო შუბლს გაგიხვრიტავო.

ბედუკაძე ამბობს, რომ მომხდარს ნაციონალურ მოძრაობას, ვაშაძეს, მელიას და „ნაციონალების სექტას“ უკავშირებს. ის ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს ჩამოირეცხოს ციხის კადრების ლაქა.

ბედუკაძე ამბობს, რომ დაპირისპირებულ მხარეს არ იცნობს და ამბობს, რომ “შემთხვევა, რომელზეც საუბრობდა მამაკაცი, ბუნებაშ არ ყოფილა”