ბაიდენი კონგრესისგან უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, რომ უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდი დოლარი გამოყოს.

როგორც ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ კონგრესი ამ თანხას დაჩქარებული წესით გამოყოფს.

„ჩვენ გვესაჭიროება ეს, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება იყოს დამტკიცებული და დამტკიცებული ისე სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიისთვის დანებება უფრო ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიისგან. ზუსტად ისე, როგორც პუტინმა აირჩია ამ სასტიკი შეჭრის დაწყება, მას შეეძლო აერჩია ამ სასტიკი შეჭრის დასრულება“, – განაცხადა ბაიდენმა.