იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის სიღრმეს ყველა ვერ ჩასწვდება, მე არ ვიცი, ეს ხალხი რა კრიტერიუმით აძლევს ხმას

მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი სპეციფიკური პოლიტიკა, რომელიც ყველას არ ესმის, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის სიღრმეს ყველა ვერ ჩასწვდება.

„სააკაშვილი თავის ამომრჩეველზე მუშაობს. მე არ ვიცი, ეს ხალხი რა კრიტერიუმით აძლევს ხმას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა იცის მათი ენა. ფაქტია, რომ მათ ხმებს იღებს, მიუხედავად იმისა, რას ჩაიდენს და რას გააკეთებს. მან მიაღწია იმას, რომ ამომრჩეველს მასზე კრიტიკული აზრი არ უჩნდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.