უკრაინის ქალაქ იზიუმში, ხუთსართულიანი სახლის ნანგრევებში 44 გარდაცვლილი მოქალაქე იპოვეს

უკრაინის ქალაქ იზიუმში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ხარკოვის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობებით, კორპუსი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაინგრა.

მარტის ბოლოდან იზიუმი რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

თითქმის ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, იზიუმზე კონტროლი რუსმა სამხედროებმა მარტის ბოლოს მოიპოვეს.