სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უმეტესად უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად ამას პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცევენ – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას გამოეხმაურა.

ხუნდაძის თქმით, ასეთ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს აქვს. მისივე განცხადებით, მთავარია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმეტესად ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა.

„ასეთ სერვისზე ხელმისაწვდომობა აქვს ნებისმიერ მსჯავრდებულს. ასეთი საშუალება გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმაც, როცა პატიმრობის საწყის ეტაპზე მან შიმშილობა გამოაცხადა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭირო გახდა გორის კლინიკაში გადაყვანა. აქ გასაკვირი არაფერი არ არის. მთავარია, საჭიროება ობიექტურად იყოს შეფასებული და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უპირატესად, უმეტესად ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცევენ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.