ვახტანგ მეგრელიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერ მიზეზს ეძებენ, ერთად დასხდომა რომ არ მოუწიოთ, ერთ-ერთი მშვენიერი საბაბია დოკუმენტზე ხელის არმოწერა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმების ბენეფიტით თავად სარგებლობს.

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, ყველა სტუმარი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, მათ ხელმოწერისკენ მოუწოდებს, თავის მხირვ კი „ოცნებას” „აწყობს კიდეც, რომ დოკუმენტს „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ მოაწეროს.

„ყველა სტუმარი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, მათ ხელმოწერისკენ მოუწოდებს. შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ აწყობს კიდეც, რომ დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწეროს და დაძაბული სიტუაცია შეინარჩუნოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ – სხვა „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა გაყიდოს „ნაციონალური მოძრაობის“ ძლევამოსილი ძლევისა? იმისთვის, რომ დაპირისპირება გაგრძელდეს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ერთად დასხდომა არ მოუწიოთ, ნებისმიერ მიზეზს ეძებენ და ერთ-ერთი მშვენიერი საბაბია დოკუმენტზე ხელის არმოწერა”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.