„პროგრესულ დემოკრატების“ საახალწლო საჩუქრები მრავალშვილიან ოჯახს

დღეს “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი ნანა ხომასურიძე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კომიტეტის თავმჯდომარე არმენიკ სარქისიანი და გლდანის ლუწი მიკრორაიონების ბიუროს თავმჯდომარე ხათუნა იარდალაშვილი მრავალშვილიანი ჩიკვაიძეების ოჯახს ესტუმრნენ.

12 სულიანი ოჯახი ნაქირავებ 1 ოთახიან ბინაში ცხოვრობს და პრობლემებიც უამრავი აქვთ.

სტუმრებმა ოჯახის ყველა წევრს ახალი წელი მიულოცეს  და ბავშვების ნატვრებიც მოისმინეს, ყველა მათგანს ერთი ოცნება აქვს-ჰქონდეთ საკუთარი სახლი და სჯერათ, რომ ერთ ახალ წელსაც თავიანთ ჭერქვეშ შეხვდებიან.

საერთო ოცნებასთან ერთად პირადი სურვილებიც აქვთ-18 წლის ნათია ოცნებობს სარეცხის მანქანა ჰქონდეთ, ოჯახი დიდია და აუცილებელია ეს ნივთი.

ვერიკო 15 წლისაა, ძალიან უნდა ბიჟუტერიის ასაწყობი მასლა;  8 წლის საბა აინონზე ოცნებობს,  6 წლის ლიზი კი – ქოლგაზე;

მარი 5 წლისაა, მისი ოცნებაა ჰქონდეს  გასაფერადებლები და ფანქრები; 4 წლის ნიკას კი სპაიდერმენი და მისი ფორმა უნდა;

3 წლის ბარბარეს სიზმრად ექცა  კონკიას ფორმა და კანფეტებს საყვარელი ზღაპრის გმირის კაბა ურჩევნია; ჭიჭიკო ჯერ მხოლოდ 2 წლისაა და ერთადერთი, რაც ამ ახალ წელს უნდა – ბევრი შოკოლადია.

სტუმრებმა და პატარა მასპინძლებმა ითამაშეს კიდეც, მერე სურათებიც გადაიღეს და გულდამძიმებულები წამოვიდნენ.

ისეთი დღეებია, ოცნებები ხდება და რა ვიცით, იქნებ ამ პატარების ოცნებებიც ახდეს.

კომენტარის დატოვება