ვინც იძახის, რომ ივანიშვილს შეუძლია, ფულის გამო ქვეყანას საფრთხე შეუქმნას, უნამუსოა – ბექა ოდიშარია

ვინც იძახის, რომ ივანიშვილს შეუძლია, ფულის გამო ქვეყანას საფრთხე შეუქმნას, უნამუსოა – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

,,ვინც იძახის, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ფულის გამო საფრთხე შეუქმნას ქვეყანას, ის არის უნამუსო ადამიანი.  რას ნიშნავს “ქართული ოცნება” რატომ იცავს? დამფუძნებელია ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ პარტიული ვერტიკალი იყო, ამ ადამიანის მიმართ სენსიტივები აქვს უამრავ ადამიანს, არა მხოლოდ პარლამენტში და პარტიაში, მხარდამჭერებშიც. დაცვის და გამოსარჩლების ნურაფერი გაგიკვირდებათ” – აღნიშნავს ოდიშარია.