,,ვეთანხმები, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე, მე ხელს არ ვაწერ” – ხათუნა სამნიძე

არ ვთვლი სწორად, რომ თავდებში დავუდგე სააკაშვილს – ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე, მე ხელს არ ვაწერ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძე მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა არაფერს შეცვლის და არც სამართლებრივად სწორად მიაჩნია.

„მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული. რესპუბლიკური პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ,”- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით გამოდის, თავდებში დაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ, ის ქვეყანაში დაბრუნება და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება.