კვიციანის ბრალდება, სესიაშვილის პასუხი და არჩეული აბესაძე

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი აბესაძე აირჩიეს.

ირაკლი აბესაძე კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი.

ირაკლი აბესაძის კანდიდატურას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნულ საპარლამენტო თანამდებობაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან წარდგენილი იყო ემზარ კვიციანი, თუმცა კვიციანის კანდიდატურა კენჭისყრაზე არ დამდგარა, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, “პატრიოტთა ალიანსის“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სამივე კვოტა აქვს ათვისებული.

ამ განცხადებას ემზარ კვიციანის უკმაყოფილება მოჰყვა. დეპუტატმა “ქართული ოცნება” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში დაადანაშაულა.

ირაკლი სესიაშვიილის თქმით, ემზარ კვიციანმა საერთოდ არ იცის რას ნიშნავს საპარლამენტო კვოტების გადანაწილება. 

კომენტარის დატოვება