პატარა საქართველო ამერიკაში – ლელა ნინუას ,,ზამთრ-ის აპრილი” ემიგრანტებისთვის (ვიდეო)

ნიუ – ორკში ქართული კულტურის ცენტრი Dancing Crane Studios ანუ „მოცეკვავე წერო“ თავისი არსებობის 22 წელს ითვლის . ცენტრი დაარსა  ვიქტორ სირელსონმა და მისმა ქართველმა მეუღლემ ლიკა ბახტურიძე სირელსონმა .

ცენტრი ხელოვნების ყველა დარგს ემსახურება. სადაც დღეისათვის 100 – მდე ქართველი ბავშვია გაერთიანებული. ტარდება შემოქმედებითი საღამოები , ეწყობა სპექტაკლები , ანსამბლების კონცერტები , მოკლედ ამერიკაში ეს ცენტრი პატარა საქართველოა.

16 სექტემბერს ცენტრმა უმასპინძლა პოეტ ლელა ნინუას , შედგა ახალი კრებულის პრეზენტაცია . საღამოს ორგანიზატორი ცენტრის გენერალური მენეჯერი, საბავშო თეატრის ხელმძღვანელი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი ცუცა კაპანაძე გახლდათ .

საღამოც სწორედ ცუცამ გახსნა და პოეტის მეგობრობა და მისი განვლილი გზა გაიხსენა .

პროფესიით ლელა ჟურნალისტია . ის ტელეკომპანია იმედის ყველაზე რეიტინგული გადაცემა ,, სხვა რაკურსის” ჟურნალისტად მუშაობდა საქართველოში , წლების წინ ჩაფიქრებული პოეტის ოცნების ინსპირაციაც სწორედ ცუცა ყოფილა.

მუსიკალურად საღამოს აფორმებდა ჯორჯ გერშვინის პრემიის მფლობელი , უნიჭიერესი მუსიკოსი  ირაკლი შარაძე . ,, ზამთრ- ის აპრილი” ასე ქვა ლელა ნინუას ახალ კრებულს , რომელიც გამომცემლობა ,, საუნჯემ ” გამოსცა .

პოეტმა განსაკუთრებული მადლობა გამომცემლობის ხელმძღვანელს ვაჟა წოწკოლაურს გადაუხადა , რადგან იდეაც მისი ყოფილა , რომელიც ჩარგალში ,, ვაჟაობაზე” გაუჟღერებია . თუმცა მთავარი შემფასებელი პოეტის კრებულის გახლავთ ყველასათვის უსაყვარლესი ადამიანი და საოცარი პოეტი ტარიელ ხალხელაური , რომელსაც ლელას ლექსი აფხაზეთზე ერთ – ერთ საღამოზე მოუსმენია და ჩარგალში შეხვედრისას შეუქია .

ლელას თავის თავზე აქვს განცდილი და გამოვლილი ომის ტკივილები. ( პროფესიიდან გამომდინარე) რაც ყველაზე მთავარია გემოვნებინი მსმენელი , ეს ნამდვილად ასეც იყო .

საღამოზე ასეთი შეფასებები კეთდებოდა :

“ქალი ვარ უბრალო,გრძნობა მაქვს უბადლო და სულის საკვები მშივდება” ჩვენს წინ ნაზი არსება დგას,ვზივარ და ვუცქერ , თან ვფიქრობ , იმდენად ნაზია,ნუთუ შეძლებს ეს დარბაზის ხელში აყვანას? მეც განვიცდი.. დარბაზში ხალხი შეივსო და მუსიკის ჰანგებიც დაიღვარა.. თავდაპირველად თითქოს რაღაც ძალა ბოჭავდა….ნერვიულობდა,თითქოს დაბნეული იყო…დღეს მისი დღეა…თავისი სიტყვა უნდა თქვას და უნდა დაგვარწმუნოს იმაში,რომ ქალი ,როგორც სუსტი არსება, არ არსებობს… დარბაზში სიჩუმეა და……მე მოწმე გავხდი საოცარი გარდასახვის. ეს ნაზი არსება,რომელიც სიოს ჰგავდა და გვეფერებოდა, ნელ-ნელა ქარად იქცა,მაგრამ არ ნებდება….. თანდათან უკვე ქარიშხალის ძალა ვიგრძენი და ტელეფონი გვერდით მოვისროლე,არ მინდოდა ვინმეს ხელი შეეშალა ჩემთვის,მე მას მივყვები….. მე მან მომაჯადოა. ეს გოგო არ ჩერდება ბობოქრობს,გრიგალს გავს…გაქრა ის კაფანდარა გოგო წამების წინ ,ჩვენს წინ მორცხვად რომ იდგა .დარბაზი ხელში ყავს,ეს ველური გრიგალია უკვე აღარ გვინდობს,გადაგვიარა,დაგვატყვევა. მუსიკის ხმაც ძლიერდება,ვეღარ ვიძვრით,სულის ამოსუნთქვას აღარ გვაცვლის და ეს კი აგრძელებს: “ჩვენ მაინც მოვალთ,სამტროდ არა საშველად მოვალთ, ჩვენ ბრძოლით არა,შემოფრენილ მტრედებად მოვალთ,გმირთა ვარამად, დაღლილ სისხლთა მოდგმა ვართ,მოვალ!” და დაცლილი ემოცია ,ფეხზე დამდგარი საზოგადოება და ყვავილების ზღვა.

“ჩვენ მაინც მოვალთ” იცნობდეთ, ეს გრიგალი ლელა ნინუაა” მზია წულუკიძე ( ემიგრანტის დღიურები) ამერიკაში ყველაზე პოპულარული ჯგუფი ,, ჩვენ ამერიკაში” საღამოს პირდაპირ გადასცემდა იმ ემიგრანტებისთვის , ვინც საღამზე დასწრება ვერ შეძლო .

,, საღამომ იმაზე კარგად ჩაიარა , ვიდრე პოეტი ელოდა, უნიჭიერესი ირაკლი შარაძის ცოცხალი შესრულების ფონზე , ლელას სულის გამოძახილმა თითოეული ჩვენთაგანის გულში შეაღწია, და ერთი საათი მოგვწყვიტა ემიგრანტულ რეალობას. 21 საუკუნის ტექნოლოგიის ფონზე მივხვდი, რომ პოეზია სულის საუკეთესო მკურნალია. რთულია დამალო ემოცია , რომელიც დიდი რაოდენობით მოდიოდა ამ საოცარი ქალბატონისგან” წერდა სოციალურ ქსელში ჯგუფის მოდერატორი : გიორგი ნიკოლაიშვილი. საღამოს სტუმრების გამასპინძლება წარმატებულმა ქართულმა რესტორანმა უსასყიდლოდ თავს თავზე აიღო , Guest house მენეჯერი მარიკა ნიკურაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებმა და ასევე კომპანია Tamani food მხარდაჭერისათვის. ყველა სფეროში წარმატებული ქართველები ხშირად ამ ცენტრის დახმარებით იკრიბებიან და ცდილობენ ქართული სიტყვის ფესვებს შენარჩუნებას ოკეანეს გაღმა .

ცუცა კაპანაძე

ადამიანი ალბათ ლექსის წერას იწყებს მაშინ როდესაც მას უფალი დიდ გასაცდელს გამოუგზავნის ეს შეიძლება იყოს უდიდესი ტკივილი ან უდიდესი სიყვარული მუზების მაშინ გეწვევიან და იწყე ბ ფურცელზე გადმოტანას ლელას ლექსებიც სწორედ ასეთია : ტკივილიანი , სევდიანი , სიყვარულით გამთბარი და რა თქმა უნდა უდიდესი გულის ტკივილი თავისი მშობლიური აფხაზეთის სადაც თავისი ბავშობა დატოვა და ახლა სიყვარულით ეძახის გაუღოს კარი ,?მიდის მასთან რომ ჩაიხუტოს მოეფეროს და მიიღოს ის სიყვარული რომელიც წლების წინ მათ დაუტოვა . იმედია ეს დღეც მალე დადგება და ლელას ცხოვრებაში მუზების ახალი ეტაპი დაიწყება სიხარულის , სიყვარულის . არ შეიძლება ლელას თითეულმა ლექსმა შენი ცხოვრება არ დაგანახოს , კითხულობ მის ლექსებს და შედიხარ მის ტკივილიან თუმცა ხდირად სიყვარულით აღსავსე სამყაროში . აი , ასეთია ჩემი აზრით ლელა ნინუას ლექსები .

ლილიკო სოლოშვილი

ლელას სიტყვა იმ ბუნებრივ მადანს ჰგავს, რომლის პირველსახეც ისეთივე ძვირფასია, როგორც ხელოვანის მიერ გამოძერწილი ნიმუშები! ამავდროულად ჟღერადი, უბრალო, ყველასთვის მისაწვდომი, რაფინირებული რითმითა და ქართული ტრაგიზმით განცდილი! ზამთარი თოვლის გარეშე ისევე არ არსებობს, როგორც პოეზიის გარეშე.. მადლობა, რომ ამ საღამოს გადაგვასიტყვაფერე.

ირაკლი შარაძე

ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი, პოეზიის ჯადოქარი, უნიჭიერესი ლელა ნინუა გახლავთ, ადამიანი რონელმაც 16 სექტემბერს ნიუ იორკში ” dancing crane ” ის დარბაზში ნამდვილი პოეზიის ზეიმი მოაწყო, უსაზღვროდ დიდი ემოციებით იყო აღსავსე ეს საღამო, პოეზიით მოგვატარა ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეები…ყველა ლექსი გულის ზუსტად იმ წერტილში მიდიოდა სადაც ყველაზე მეტად გტკივა და გიხარია და ემოციას ისიც ამძაფრებდა რომ საოცარი დეკლამატორული ოსტატობით მოჰქონდა თითოეული ლექსი ჩვენამდე ლელას, პოეზიის დედოფალს … მე ამაყი ვარ რომ წილად მხვდა ბედნიერება იმისა, ვყოფილიყავი აკომპანიატორი ამ ულამაზესი საღამოსი … სულ წინ და წინ ჩემო ლელა, სულ გაგვახარე შენი მართლაც ჯადოსნური შემოქმედებით , მსგავსი საღამოები საშობლოს მონატრებული ემიგრანტებისათვის კი აუცილებელია , ერთმანეთის გაცნობა და ემოციების გაცვლა ასე ხშირად ხდება და მადლობა ორგანიზატორს , უსაყვარლეს მსახიობს და მეგობარს ცუცა კაპანაძეს რომ ასეთ ზეიმებს გვიწყობს.

ასე რომ, სამშობლოდან შორს, პატარა საქართველოში ქართული ცხოვრება ლამაზად ჩქეფს.