“ჩემს შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე!”

„ომეჯა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს ნოდარ ხადური გამოეხმიანა და ყველაფერი უარყო.

„ომეჯა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე.

როგორც მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგაც არცერთ ბიზნეს სუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია და არავის არანაირი ვალდებულებები ჩემს მიმართ არ გასჩენია და ვერც გაუჩნდებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი დადგინდება!