ბიბილოვმა რუსეთთან მიერთებაზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს ჩანიშნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა. ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების რუსეთთან გაერთიანების ისტორიული სურვილით და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ“, – ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.