ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ზურაბ იაშვილი, კახა დამენია კი დამნაშავედ ცნო და 50 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. მოსამართლის განცხადებითვე, მას სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააკავებენ.

რაც შეეხება იმავე საქმეზე ბრალდებულებს ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი – გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლემ განმარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

კახა დამენია კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე “რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.