აბა თქვენ იცით! დარჩით “მთავარზე” და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება – ნიკა გვარაიმია

აბა თქვენ იცით! დარჩით “მთავარზე” და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქში მას შემდეგ დაწერა, რაც მას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მოსამართლემ მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

კახა დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.