ეკა ხერხეულიძე – ნიკა, რომელიც 10 წელი მთავარი მებრძოლია თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში, რეჟიმმა დააპატიმრა, ეს არის სწორედ ტოტალიტარიზმის ლოგიკა

“დარწმუნრბული ვიყავი,რომ დაიჭერდა. 10 წელია ვერ გვასწავლა ივანიშვილმა საკუთარი ფსიქოტიპი,” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე “მთავარი არხის ” დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას.

როგორც იგი ამბობს, ნიკა, რომელიც 10 წელი მთავარი მებრძოლია თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში, რეჟიმმა დააპატიმრა.

“ასე ხელშესახებად არასდროს ახლოს არ ყოფილა შურისაძიებლად და მეცინებოდა ხალხი ჯარიმას რომ ელოდა. ანალოგიებზეც მეცინებოდა, “იმას ხომ ჯარიმა დააკისრა?”. ნიკა გვარამია “ის” არ არი…ის ერთადერთია და ეს ყველაზე უკეთ იცის ივანიშვილმა.

ამ კაცთან ლოგიკა არ მუშაობს.ის მებრძოლებს თავისუფლებაზე არ ტოვებს, წარმოუდგენლად მიმაჩნდა ნიკა დაეტოვებინა გარეთ. ნიკა, რომელიც 10 წელი მთავარი მებრძოლია თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში, რეჟიმმა დააპატიმრა. ეს არის სწორედ ტოტალიტარიზმის ლოგიკა.

ამით არაფერი დასრულებულა

ვიცოდით რაც იქნებოდა,მალე გავთავისუფლდებით”, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, დღეს სასამართლომ ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.